20 აპრილი 2024,   16:57
ვრცლად
ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება

ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. შეხვედრა ამჯერად კახეთის რეგიონში შედგა.

სოფელ მატანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეკრებაზე ყურადღება ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გამახვილდა, მოსახლოებას წამახალისებელი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ამბობს, მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე, ადგილობრივებს გააცნეს ხელისუფლების ინიციატივა წამახალისებელი კამპანიის შესახებ, რომლის თანახმადაც ვაქცინაციის შემთხვევაში 50 წლის ზემოთ პირები მიიღებენ 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას.

დღის ამბები