20 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
21 იანვარს ჟენევაში ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება

შეერთებული სტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინაში გაემგზავრა.

ენტონი ბლინკენი დღეს კიევში შეხვედრებს შეერთებული შტატების საელჩოდან დაიწყებს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ხვალ კი ენტონი ბლინკენი ბერლინში გაემგზავრება.

ვიზიტის მიზანი რუსეთიდან უკრაინის მიმართ მომდინარე საფრთხის შეფასება და მოსკოვისთვის სანქციების დაწესების განხილვაა. ევროპაში გამგზავრებამდე ბლინკენი რუს კოლეგასაც ესაუბრა. ის ლავროვს  21 იანვარს ჟენევაში შეხვდება და რუსულ მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები