20 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
თურქეთში ნავთობსადენი აფეთქდა

თურქეთში ნავთობსადენი აფეთქდა.

ინციდენტი ქვეყნის სამხრეთში მოხდა. ხანძარი გზატკეცილზეც გავრცელდა, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდა.

შემთხვევის ადგილზე ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო დახმარების ბრიგადები ცდილობდნენ. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ამჟამად, დასახლებებს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების მიზეზი უცნობია.

დღის ამბები