25 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
რუმინეთის პრემიერს სადოქტორო ნამუშევრის პლაგიატში ადანაშაულებენ

რუმინეთის პრემიერ-მინისტრს პლაგიატში ადანაშაულებენ.

ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია, ნიკოლაე ჩიუკასგან ახსნა  განმარტებას ითხოვს.

როგორც რუმინელი ჟურნალისტი ამტკიცებს, პრემიერ მინისტრის 138 გვერდიანი სადოქტორო ნამუშევრის თითქმის მესამედი პლაგიატს შეიცავს.

ჟურნალისტის მტკიცებით, ნაშრომის 42 გვერდი ბეჭდური ტექსტიდან არის გადმოკოპირებული, რომელის ამოცნობაც პლაგიატის საწინააღმდეგო პროგრამით შეუძლებელია.

როგორც თავად პრემიერ მინისტრი ამტკიცებს, მან ნაშრომი პატიოსნად, იმ დროისთვის არსებული მოთხოვნების შესაბამისად დაწერა.

დღის ამბები