25 აპრილი 2024,   15:13
ვრცლად
სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან  ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მიზნით აქციას კვლავ გამართვაენ 

სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან. მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრაა.

ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია თბილისის პარალელურად, გაიმართება ბათუმშიც.

ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სოციალურ სამსახურში დასაქმებული 600-ზე მეტი პირიდან, დაახლოებით, 400-ია გაფიცული. მათ შორის არიან როგორც სოცაგენტები, ასევე იურისტები, სპეციალისტები და სხვა პროფესიის ადამიანები. გაფიცულები ხელფასების გაორმაგებას ითხოვენ და ანაზღაურების შეთავაზებულ 60%-მდე ზრდას არ ეთანხმებიან. ხელფასების მატებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მუშაკებს ხელფასი 1 თებერვლიდან მოემატებათ.

სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე მოითხოვს მინისტრთან შეხვედრას, რათა დააკმაყოფილონ აქციის მონაწილეების მოთხოვნები.

"დღეს გვექნება აქცია, არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში. ორი აქცია იქნება ერთდროულად, ჩვენი მოთხოვნები არის რაც იყო - ხელფასების 100%-ით მომატება, ტრანსპორტის ანაზღაურება და თანაბარი ანაზღაურება,"-აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

დღის ამბები