20 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
მსოფლიოში "ომიკრონით"  ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

გერმანიასა და საფრანგეთში ინფექციის რეკორდული მონაცემები გამოვლინდა.

მხოლოდ ბოლო 24 საათში, გერმანიაში ვირუსი 133 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა , ”ომიკრონის” გავრცელების მიუხედავად, ქვეყანაში კოვიდპასპორტები, დისტანციურად მუშაობა და საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბების ტარების მოთხოვნა გააუქმა.

მზარდია სტატისტიკა იაპონიასა და ჩინეთში.

პეკინში შეკერებებზე აკრძალვები დაწესდა.

ავსტრალიამ COVID19-ის სამკურნალო აბების გამოყენება დაუშვა.

ახალი ზელანდია კი, ინფექციის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში, მკაცრი რეგულაციების დაწესებას გეგმავს.

დღის ამბები