20 აპრილი 2024,   00:06
ვრცლად
ჯო ბაიდენი: თუ რუსული ქვედანაყოფი გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება შეჭრა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ თუ პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, დიდი ფასს გადაიხდის

ფრაზა - "მცირე შეჭრასთან" დაკავშირებით ჯო ბაიდენი განმარტებას აკეთებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინა-რუსეთის საკითხზე თავისი გუშინდელი განცხადება დააზუსტა. ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა შეჭრა იქნება და ამას ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მხრიდან მკაცრი პასუხი გაეცემა.

ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრა რუსეთს დიდი ფასი დაუჯდება. მისივე განმარტებით, ეს არ არის ერთადერთი სცენარი, რომლისთვისაც ამერიკა მზად არის.

"პრეზიდენტ პუტინს აბსოლუტურად ცხადად ვუთხარი და მისი მხრიდან არავითარი გაუგებრობა არ არის. თუ ნებისმიერი რუსული ქვედანაყოფი გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება შეჭრა. ამას მოჰყვება მკაცრი და კოორდინირებული ეკონომიკური პასუხი, რომელიც დეტალურად განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს. არავის შეეპაროს ეჭვი, რომ თუ პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი დიდი ფასს გადაიხდის,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

დღის ამბები