19 მაისი 2022,   19:57
ვრცლად
ამერიკისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრა ჟენევაში რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს

ამერიკისა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრა ჟენევაში რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი უკვე შვეიცარიაში იმყოფებიან.

რუს მინისტრთან შეხვედრამდე ამერიკის პირველმა დიპლომატმა რუსულ აგრესიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დღემდე 300 ათას ქართველს საკუთარი სახლები იძულებით აქვს დატოვებული.

"ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 1990 და 1991 წელს დამოუკიდებელი გახდა. ერთ-ერთი მათგანია საქართველო. რუსეთი იქ 2008 წელს შეიჭრა. 13 წლის შემდეგ, საქართველოს თითქმის 300 000 მოქალაქე კვლავ დევნილია საკუთარი სახლიდან. თუ რუსეთი შეიჭრება და მოახდენს უკრაინის ოკუპირებას, რა იქნება შემდეგი? ცხადია, რუსეთის ძალისხმევა მეზობელი ქვეყნები მარიონეტებად აქციოს, მათი ქმედებები გააკონტროლოს, დემოკრატიული გამოხატულების ნებისმიერი ნაპერწკალი ჩაახშოს - გაძლიერდება. რუსეთი ამბობს, რომ NATO არის პრობლემა. ეს აბსურდია. NATO არ შეჭრილა საქართველოში, NATO არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი შეიჭრა. NATO თავდაცვითი ალიანსია, რომელსაც არ აქვს აგრესიული განზრახვა რუსეთის მიმართ,"- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დღის ამბები