19 მაისი 2022,   18:45
ვრცლად
როგორ მუშაობას კრემლის პროპაგანდისტული მანქანა - დეზინფორმაციული ნარატივების შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს

როგორ მუშაობას კრემლის პროპაგანდისტული მანქანა და როგორია მათი ძირითადი გზავნილები? - რუსული დეზინფორმაციული ნარატივების შესახებ განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში 5 კონკრეტული მაგალითია განხილული. ნახსენებია საქართველოც.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ კრემლი ხშირად თავს ესხმის სხვადასხვა ქვეყანაში პრო-დემოკრატიული მოძრაობების ლეგიტიმურობას და ირწმუნება, რომ მათ უკან ვაშინგტონი დგას.

დოკუმენტის მიხედვით, კრემლი ხშირად ცდილობს ცრუ რეალობის შექმნას და საინფორმაციო გარემოში დაბნეულობის წარმოქმნას. მასალაში წერია, რომ მოსკოვი დეზინფორმაციულ ტექნიკებს იყენებს სხვადასხვა მოვლენის შემდეგ, როგორიცაა 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მიმდინარე ოკუპაცია, რათა ყურადღება გადაიტანოს მოვლენებში რუსეთის როლისგან.

დღის ამბები