მსხვერპლი მოჰყვა განაში მომხდარ მასშტაბურ აფეთქებას - დაღუპულია 17 ადამიანი. პოლიცია აცხადებს, რომ მანქანა, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა, მოტოციკლს შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად დაშავებულია 60 ადამიანი. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.