19 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი მკაცრ და მყისიერ პასუხს მიიღებს - ვაშინგტონისა და მოსკოვის პირველი დიპლომატების შეხვედრა ჟენევაში შედგა

მიიღებს თუ არა მოსკოვი ვეტოს უფლებას NATO-ს გაფართოებაზე - ბლინკენი-ლავროვის შეხვედრა პოზიტიური მოლოდინების გარეშე. 

ურთიერთგაგების პრობლემა მისალმებაშიც ჩანდა, ლავროვი ბლინკენისგან განსხვავებით, იღიმოდა. "ახალი დღის წესრიგი ძველი მოტივებით" - რუსეთის მოთხოვნაა, NATO-მ აღმოსავლეთით გაფართოება შეწყვიტოს და მეტიც, ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებიდან ამერიკამ სამხედრო კონტინგენტი გაიყვანოს. ამერიკას წარსულში დაბრუნება არ სურს. გარღვევების მოლოდინი არც ყოფილა.

საუბარი საათნახევარი გაგრძელდა - ზუსტად იმდენი ხანი, რაც მხარეებმა თავიდანვე განსაზღვრეს. რუსები ამერიკელების წერილობით პასუხს მომდევნო კვირაში ელიან. საგარეო უწყების პირველი პირები საკუთარ დედაქალაქებში პრეზიდენტებთან ბოლო დეტალებს შეათანხმებენ. არ არის გამორიცხული ლიდერები ერთმანეთს უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდნენ.

ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებს, ოფიციალური კიევი, ვარშავიდან აკვირდებოდა, სადაც პრეზიდენტი ზელენსკი პოლონეთში მხარდაჭერის მოსაპოვებლად ჩაფრინდა. დახურული შეხვედრის შედეგები ცნობილი არ არის. ზელენსკი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას პოტენციური ომის დაწყებამდე ითხოვს. უკრაინის აღმოსავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით რუსი სამხედროების მობილიზებას სატელიტები ყოველდღიურად აფიქსირებენ. ეს სცენარი დასავლეთს უკვე ნანახი აქვს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანსაც და მათ შორის საქართველოშიც.

უკრაინას შეიარაღება უკვე მიაწოდეს ჩეხეთმა, ბალტიის ქვეყნებმა, ბრიტანეთმა, ესპანეთმა, კანადამ, შეერთებულმა შტატებმა. კიევის აეროპორტში უკრაინის მეგობრების სახელმწიფოების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავები ყოველდღიურად ეშვება.

დღის ამბები