19 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
"თალიბანის" დელეგაცია ნორვეგიაში 3-დღიანი ვიზიტით ჩადის

"თალიბანის" დელეგაცია ნორვეგიაში 3-დღიანი ვიზიტით ჩადის. ოსლოში სტუმრობის მიზეზი ავღანეთში არსებული მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაა.

"თალიბანის" წევრები 3 დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ ნორვეგიის ხელისუფლებასთან და სხვა ქვეყნების დიპლომატებთან. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრა არ გულისხმობს მათი მხრიდან "თალიბანის" რეჟიმის ლეგიტიმაციას ან აღიარებას.

უწყებაში ამბობენ, რომ საჭიროა მოლაპარაკება გაიმართოს "თალიბანთან" იმისათვის, რომ პოლიტიკურმა სიტუაციამ ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი ჰუმანიტარული კატასტროფა არ გამოიწვიოს.

 

დღის ამბები