25 აპრილი 2024,   02:45
ვრცლად
მანქანა, რომლითაც ლაბორატორიული ცდისთვის განკუთვნილი 100 მაიმუნი გადაჰყავდათ, ავარიაში მოყვა - შემთხვევა პენსილვანიაში მოხდა

პენსილვანიაში ავარიაში მოყვა სატვირთო მანქანა, რომელშიც ლაბორატორიული ცდისთვის განკუთვნილი 100 მაიმუნი იმყოფებოდა. შემთხვევას სამი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაკარგულად ითვლებოდა ადგილიდან გაქცეული 4 მაიმუნი, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი ნაპოვნია.

პოლიციის ინფორმაციით, მაიმუნები ინდოეთის კუნძულ მავრიკიდან ჩამოყვანის შემდეგ აეროპორტიდან საკარანტინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ.

დღის ამბები