20 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი საქართველოსა და უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო თანამდებობიდან გადადგა

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი, კაია-ახიმ შენბახი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებაა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს, რადგან ოკუპირებულია. ამის შესახებ მან ინდოეთში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს და მას მხოლოდ იმ პატივისცემის მიღება სურს, რომელსაც ითხოვს და იმსახურებს.

შენბახმა საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება არაგონივრული იქნებოდა.

"საქართველო NATO-ში გაწევრიანებას ესწრაფვის. შეესაბამება თუ არა ის ალიანსის კრიტერიუმებს? - კი. გონივრულია, თუ არა მისი NATO-ს წევრად მიღება? - არა," - განაცხადა ყოფილმა სარდალმა.

დღის ამბები