22 მაისი 2022,   17:28
ვრცლად
ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ "ომიკრონის" შტამი პანდემიის დასასრული იქნება - ჯანმო

"ომიკრონის" შტამი მთელ მსოფლიოში დომინირებს, რის გამოც სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ ომიკრონის შტამი პანდემიის დასასრული იქნება.​

კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა რუსეთში, პოლონეთსა და იაპონიაში, რის საპასუხოდაც ქვეყნები რეგულაციებს ამკაცრებენ. კომპანია Pfizer კი ბუსტერ დოზის შემცვლელი აცრის შექმნაზე მუშაობს, რომლის გაკეთებაც წელიწადში ერთხელ საკმარისი იქნება.

იაპონიაში ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 50 ათასს პირველად გადააჭარბა. ქვეყანაში აცხადებენ, რომ ომიკრონ ვარიანტის სწრაფი გავრცელების ფონზე ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებული მზადყოფნისთვის საჭირო შესაბამის ზომებს მიიღებენ. ქვეყანაში ბუსტერ დოზა დაუშვეს ხანდაზმულებისთვის.

ომიკრონის გავრცელების შესაჩერებლად წითელ ზონაში გადადის ახალი ზელანდია. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. სპორტულ დარბაზებში, გასართობ დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში კი, პირებს კოვიდ პასპორტების წარდგენა მოუწევთ.

დღის ამბები