19 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

მშვილდოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის, ქეთევან ლოსაბერიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.

"ქალბატონი ქეთევანი გახლდათ ერთადერთი ევროპელი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში, ასევე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი; არაერთი პრიზის მფლობელი. მისმა ბრწყინვალე სპორტულმა კარიერამ შორს გაუთქვა სახელი ქართულ სპორტს, მთლიანად ჩვენს ქვეყანას.
ამ მძიმე წუთებში, თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ქეთევანის ოჯახსა და ახლობლებს," - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი გუშინ, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები