20 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
კიევმა ვაშინგტონისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო - უკრაინაში ამერიკული თვითმფრინავით 80 ტონაზე მეტი იარაღი ჩაიტანეს

კიევმა ვაშინგტონისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო. ამჯერად უკრაინაში ამერიკული თვითმფრინავით 80 ტონაზე მეტი იარაღი ჩაიტანეს.

პარალელურად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდებს უკრაინაში არ იმოგზაურონ და ქვეყანა დატოვონ. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების პირობები განსაკუთრებით არაპროგნოზირებადია უკრაინის საზღვრებთან.

დეპარტამენტმა ბრძანება გასცა უკრაინა დატოვონ შტატების საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმაც. ენტონი ბლინკენი იმეორებს, რომ რუსეთის უკრაინაში შესვლას დასავლეთისგან მკაცრი პასუხი მოჰყვება.

"სიბიესის" ეთერში ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ არ ვარაუდობს, პუტინი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხას თავს, როგორც ეს 2008 წელს საქართველოში მოხდა. დღესვე ენტონი ბლინკენი ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვირტუალურ შეხვედრას დაესწრება.

დღის ამბები