20 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
მექსიკის პოლიციამ ბოლო 48 საათში 3 000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი შეაჩერა

მექსიკის პოლიციამ ბოლო 48 საათში 3 000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი შეაჩერა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიგრანტების ყველაზე დიდი ჯგუფი - 380 ადამიანი ვერაკრუზის შტატში ავტობუსსა და ტრაილერში ნახეს.

ისინი შეერთებულ შტატებში გადასვლას გეგმავდნენ. მიგრანტების ნაწილი კი საზღვრის გადაკვეთას სასწრაფო დახმარების ყალბ-ლოგოიანი ავტომობილით ცდილობდა.

დღის ამბები