20 აპრილი 2024,   02:44
ვრცლად
საპასუხო სანქციების ახალი პაკეტი რუსეთისთვის - ევროკავშირის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ 

ევროკავშირი მოსკოვს კვლავ მოუწოდებს დეესკალაციისკენ და კონსტრუქციული დიალოგისკენ. ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს საპასუხო სანქციებით. ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ევროპულმა გაერთიანებამ უკრაინის და სხვა პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად ძალისხმევა გააძლიერონ. 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებით შიდა მედეგობის გაძლიერება მნიშვნელოვანია მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი სხვა პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოსა და მოლდოვასთან და გავაგრძელოთ გზავნილის გადაცემა, რომ ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებით შიდა მედეგობის გაძლიერება მნიშვნელოვანია მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, იმისთვის, რომ გარე საფრთხეებს დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს. მზად ვართ, დიპლომატიის გზა გავაგრძელოთ, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა მზად ვიქნებით სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებისთვისაც,"- აცხადებს ჟოზეფ ბორელი.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის თქმით, ძირითადი აქცენტები გაკეთდა ტრანსატლანტიკური და ევროკავშირის ერთიანობაზე. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სავარაუდო სანქციების ახალ პაკეტზე. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ იაბლონსკი კი ამბობს, რომ მთავარ გამოწვევად ახლა რჩება ის, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყვნენ. მისივე თქმით, პოლონეთმა წარსულ წლების გამოცდილებით ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად საშიში არის რუსეთი და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა პოლონეთის საზღვრის მახლობლად.  

"სწორედ ამაზე ვესაუბრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც გეოგრაფიულად რუსეთიდან უფრო შორს არიან და ყოველთვის ვერ აანალიზებენ არსებულ საფრთხეს. დღეს ამ საფრთხის აღქმა მოხდა, ის, თუ რამდენად სერიოზულად არის საქმე და ეს კარგია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიპლომატური გზების ამოქმედება და მოწოდებები, არამედ, საჭიროა გვქონდეს ისეთი ინსტრუმენტების ნაკრები, რაც ეფექტურ შეკავებას უზრუნველყოფს და სწორედ ამაზე ვმუშაობთ,"- აცხადებს პაველ იაბლონსკი

დღის ამბები