საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დიდთოვლობის გამო საჰაერო მიმოსვლა და სახმელეთო ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა შეფერხდა.
ასობით მძღოლი ავტომაგისტრალზეა ჩარჩენილი. უამინდობის შედეგად არიან დაშავებულებიც.
დახურულია სკოლები, ბანკები და სხვა საჯარო დაწესებულებები. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.