16 მაისი 2022,   08:59
ვრცლად
პარალიზებული ქუჩები და დახურული სტამბოლის აეროპორტი - ძლიერმა თოვლმა თურქეთში პრობლემები შექმნა

უამინდობაა თურქეთში, სადაც დიდთოვლობის გამო პარალიზებულია სტამბოლის ქუჩები. დროებით დახურულია აეროპორტიც. ჭარბი ნალექის შედეგად ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტში ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის სახურავი ჩამოინგრა.

"არახელსაყრელი პირობების გამო, უსაფრთხოების მიზნით სტამბულის აეროპორტში ყველა ფრენა დროებით შეჩერებულია," - ნათქვამია აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უხვი ნალექი თურქეთში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

დღის ამბები