20 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
ქართველი ემიგრანტები სალომე ტეტუნაშვილის მოძებნის მოთხოვნით ნეაპოლში აქციას მართავენ - რა დეტალები გახდა ცნობილი "რუსთავი2"-სთვის

5 დღის წინ დაკარგული ქართველი ემიგრანტის სალომე ტეტუნაშვილის სამძებრო სამუშაოების აქტიურად დაწყების მოთხოვნით იტალიის ქალაქ ნეაპოლში აქცია იმართება. როგორც საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, იტალიის პოლიცია და ოჯახი სადაც სალომე ტეტუნაშვილი გაუჩინარებამდე მუშაობდა მომხდარ ფაქტზე არასათანადოდ რეაგირებენ. აქციის მონაწილეები საქართველოს საელჩოს პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებენ.

როგორც ქართველი ემიგრანტები "რუსთავი2-თან" საუბრისას აცხადებენ საქმეში, კერძოდ კი მისი დამსაქმებელი ოჯახის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში გარკვეული უზუსტობებია, კერძოდ ოჯახის ინფორმაციით, გოგონა შაბათს 22 იანვარს გაუჩინარდა , მისი დასვენების დღე კი კვირას იყო, აქედან გამომდინარე წარმოუდგენლად მიიჩნევენ ფაქტს, რომ ტეტუნაშვილი ოჯახიდან გასულიყო.

სავარაუდოდ, ძიების პროცესში უკვე სამართალდამცავი სტრუქტურაც ჩაერთო. მოხუცის ვაჟიშვილი, ვისთანაც ტეტუნაშვილი მუშაობდა, კარაბინიერია და გავრცელებული ცნობით, მან პოლიციაში განაცხადი უკვე გააკეთა. თუმცა  საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეოკამერების გახსნა ამ დრომდე არ მომხდარა.

სალომე ტეტუნაშვილთან კონტაქტი ახლობლებს შაბათს 22 იანვარს, დღის 16:00 საათზე ჰქონდათ. ახლობლების თქმით, სალომე სახლიდან გასვლას არ გეგმავდა. 22 იანვრის შემდეგ მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.

დღის ამბები