25 აპრილი 2024,   21:15
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი COVID-19-ით ხელახლა დაინფიცირდა - მან ტესტის დადებითი პასუხი მიიღო. პრემიერი თვითიზოლაციაში გადავიდა და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.

ნიკოლ ფაშინიანი პირველად კორონავირუსით 2020 წლის ივნისში დაინფიცირდა. დაავადება პრემიერ-მინისტრმა იოლ ფორმაში გადაიტანა. 

2021 წლის მაისში ნიკოლ ფაშინიანმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუ რომელი პრეპარატით ჩაიტარა მან ვაქცინაცია - ინფორმაცია ამის შესახებ არ გავრცელებულა. 

წინა კვირას, ნიკოლ ფაშინიანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა გაიკეთა.

სომხეთში, უკანასკნელი 1 კვირის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება შეინიშნება.

დღის ამბები