19 აპრილი 2024,   04:47
ვრცლად
სად უნდა დაიმალონ ადამიანები რუსეთის შეჭრის შემთხვევაში - კიევის მერმა ნაღმსაწინააღმდეგო თავშესაფარი დაასახელა

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განაცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მთავარი ნაღმსაწინააღმდეგო თავშესაფარი მეტრო იქნება.

როგორც უკრაინის დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ჩაირთვება სპეციალური საგანგაშო სირენები, რაც მოსახლეობას საფრთხის შესახებ ამცნობს. მერის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში მოქალაქეებმა კომუნიკაციის ყველა წყარო უნდა გამოიყენონ - ტელევიზია, რადიო, რაც მოსახლეობას ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.

"მთავარ ნაღმსაწინააღმდეგო თავშესაფრად კიევის მეტრო დასახელდა, რომელიც, ღმერთმა არ ქნას, საჭიროების შემთხვევაში შეძლებს შეიფაროს ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თავდასხმას გაექცნენ, დაემალონ," - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

დღის ამბები