ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილ დოკუმენტში რუსეთისთვის მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის - ასე გამოეხმაურა სერგეი ლავროვი შტატების მიერ გაგზავნილ დოკუმენტს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, მათთვის მთავარი საკითხი NATO-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობა და შეტევითი იარაღის განთავსებაა, რომელმაც შესაძლოა რუსეთის ფედერაციას საფრთხე შეუქმნას.
მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე შეერთებული შტატების წერილობითი პასუხის შინაარსი მეორეხარისხოვან თემებზე მნიშვნელოვანი საუბრის საშუალებას იძლევა.