20 მაისი 2022,   20:13
ვრცლად
ევროკავშირში გაწევრიანებას 83%, ხოლო NATO-ში 77% ემხრობა - NDI-ის კვლევა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევას აქვეყნებს. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის - 83 პროცენტისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია. 8 პროცენტი კი გამოკითხვაში საპირისპიროს აფიქსირებს.

ევროკავშირში გაწევრიანება:

მისაღებია - 83%

მიუღებელია - 8%

რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას, ამასთან დაკავშირებით 77 % ფიქრობს, რომ მათთვის მისაღებია ალიანსში შესვლა. 11 % ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მიუღებლად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანება:

მისაღებია - 77%

მიუღებელია -11%

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

დღის ამბები