28 მაისი 2022,   13:49
ვრცლად
რამდენი ლარი გახდა 1 დოლარისა და ევროს ღირებულება - ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0637 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0637 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 3.0696 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4298 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4625 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0327 ლარი შეადგინა.

27 იანვრის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 28 იანვარს შევა.

დღის ამბები