25 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
ბაიდენი-ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა - აშშ-ს პრეზიდენტმა დაადასტურა მზადყოფნა გადამწყვეტი პასუხისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

რამდენიმე საათის წინ სატელეფონო საუბარი შედგა ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მზადყოფნა გადამწყვეტი პასუხისთვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება.

ლიდერებმა დეესკალაციის დიპლომატიურ ძალისხმევაზე და უკრაინის ფინანსური დახმარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ბაიდენმა მხარდაჭერა გამოხატა "ნორმანდიულ" ფორმატში კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაზე და იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესრულებაზე აღებული ვალდებულება ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას.

ამასთანავე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განსახილველად აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა ითხოვა.

დღის ამბები