ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 3 პოლიციელი დაიჭრა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველები ერთ-ერთ ოჯახში გამოძახებაზე მივიდნენ.
მამაკაცმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და გაქცევა სცადა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი პოლიციას თავად ჩაბარდა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.