კატალონიის პარლამენტმა, ჯადოქრობის ბრალდებით სიკვდილით დასჯილი ქალები შეიწყალა.
ახალი დადგენილების მიხედვით, 15-ე 18-ე საუკუნეში ჯადოქრობის ბრალდებით სიკვდილით დასჯილი ქალები უდანაშაულოდ სცნეს. დადგენილებას მხარი მემარცხენე და ნაციონალისტურმა პარტიებმა დაუჭირეს.
ისტორიკოსების შეფასებით დროის ამ მონაკვეთში ჯადოქრობის ბრალდებით 700 ზე მეტი ქალი მოკლეს. კატალონია კი ევროპაში პირველი რეგიონი იყო, სადაც მათზე დევნა დაიწყო.