ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის "აშკარა შესაძლებლობა" არსებობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, რუსეთი შესაძლოა უკრაინაში მაშინ შეიჭრას, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე თებერვალში მიწა გაიყინება.
ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა რომ შეერთებული შტატები მიიღებს გადამწყვეტ ზომებს თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციით კი რუსეთის მხრიდან საფრთხე "საშიში, მაგრამ ორაზროვანია" თუმცა გაურკვეველია თავდასხმა მოხედბა თუ არა.
ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი საათი და 20 წთ გაგრძელდა.