16 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
გერმანიამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი გააძევა

გერმანიის მთავრობამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი გააძევა. როგორც გერმანული მედია წერს, მამაკაცი დიპლომატად იყო აკრედიტირებული, რეალურად კი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი იყო.

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ბავარიის ტექნიკური უნივერსიტეტის განყოფილების მკვლევარის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში ამხილეს. როგორც მკვლევარი ამბობს, მან არ იცოდა, რომ ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეს გადასცემდა.

დღის ამბები