16 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას.

"დაუნინგ სთრითის" ინფორმაციით, ბორის ჯონსონი კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რომ აუცილებელია, რუსეთმა დიპლომატიის გზა გამოიყენოს.

გასულ კვირას ჯონსონი ტელეფონით ესაუბრა ჯო ბაიდენს, ასევე NATO-ს გენერალურ მდივანს. საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ "რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებები უმთავრეს პრიორიტეტად" რჩება.

”პრემიერ-მინისტრი მოწოდებულია, დააჩქაროს დიპლომატიური ძალისხმევა და გააძლიეროს შეკავების პოლიტიკა ევროპაში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. ის გაიმეორებს, რომ აუცილებელია, რუსეთმა უკან დაიხიოს და დიპლომატიაში ჩაერთოს, როდესაც ამ კვირაში პუტინთან დიალოგი ექნება,"- აცხადებენ პრემიერ-მინისტრის ოფისში.

დღის ამბები