უკრაინაში კონფლიქტი გარდაუვალი არ არის და ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინის თქმით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია არჩევანი დეესკალაციის სასარგებლოდ გააკეთოს. პენტაგონის ხელმძღვანელი ამბობს რომ აშშ მზადაა დაეხმაროს უკრაინას თავდაცვაში, მათ შორის დამატებითი იარაღის მიწოდებით.
"კონფლიქტი გარდაუვალი არ არის, ჯერ კიდევ არის დრო და სივრცე დიპლომატიისთვის. არ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, გამოიყენოს ეს ძალები უკრაინის წინააღმდეგ. მას ახლა აშკარად აქვს ეს შესაძლებლობა. პუტინს რამდენიმე არჩევანი აქვს, მათ შორის ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება, ამასთან, მას შეუძლია აირჩიოს დეესკალაცია და ჯარების უკან გაყვანის ბრძანება გასცეს,"- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
პრეზიდენტი ბაიდენი კი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატოს ქვეყნებში შტატების ჯარების გადაყვანა დაიწყება