20 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
პრემიერმა სტუმრებთან ერთად ფოთის ახალი ნავსადგური დაათვალიერა

გახსნის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ პრემიერმა სტუმრებთან ერთად ფოთის ახალი ნავსადგური დაათვალიერა. აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები, მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა, 260 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი. პროექტის შემდგომი გაფართოება, რომლის ღირებულება 30 მილიონ დოლარს შეადგენს, დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს.

ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს მსხვილ ტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 ათას ტონამდეა. პორტი დაამუშავებს როგორც მშრალ, ნაყარ და გენერალურ ტვირთებს, ასევე კონტეინერებს.

დღის ამბები