გაეროს ორი ექსპერტის მკვლელობაში მონაწილეობისთვის, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 51 პოლიციელს სიკვდილით დასჯიან.
გაეროს ამერიკელი და შვედი ექსპერტები, მათ თარჯიმანთან ერთად 2017 წელს კასაის რეგიონიდან გაიტაცეს და მოკლეს. ცხედრები გატაცებიდან 16 დღის შემდეგ იპოვეს.
ისინი რეგიონში სავარაუდო სასაფლაოს არსებობას იკვლევდნენ, სადაც გაეროს ინფორმაციით, სამთავრობო ძალებსა და მილიციის ჯგუფებს შორის დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან დამარხული.