"ისლამური სახელმწიფოს" ქალთა ბატალიონის ორგანიზატორობისა და ხელმძღვანელობისთვის 42 წლის ამერიკელი ქალი, ელისონ ფლიუკ-ეკრენი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის სირიელ ქალებსა და ბავშვებს ე.წ. კალაშნიკოვის ავტომატისა და თვითმკვლელობის ჟილეტების გამოყენებას ასწავლიდა.
მას ასევე ბრალი ედება შეერთებულ შტატებში მდებარე ერთ-ერთი კოლეჯის კამპუსზე სამომავლო თავდასხმის დაგეგმვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.