25 აპრილი 2024,   01:18
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსმა 5 მლნ-ზე მეტი ადამიანი მოკლა - ევროპაში ეპიდვითარება მძიმეა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 373 მილიონს აჭარბებს. გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 5 მილიონს აღემატება.

მსოფლიოს შეშფოთებას კვლავ "ომიკრონის" შტამი იწვევს. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა საფრანგეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში 330 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსის სწრაფად გავრცელების პრევენციის მიზნით გაერთიანებულ სამეფოში სკოლებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კი სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს და ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ასახელებს.

დღის ამბები