20 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
ვაკანსია ბრიტანულ კომპანიაში - ტელეშოუების ყურებისთვის ხელფასი 3 ათასი ფუნტია, განცხადების გაგზავნა კი 18 წელს ზემოთ ნებისმიერ პირს შეუძლია

ბრიტანული აპლიკაცია POM, რომელიც მუსიკის მოყვარულებისთვის არის შექმნილი და ადამიანებს ეხმარება, პარტნიორი მუსიკალური გემოვნების მიხედვით შეარჩიოს, ვაკანსიას აცხადებს - სერვისს ესაჭიროება ადამიანი, რომელიც თანახმაა, 3 თვის განმავლობაში, კვირაში 7 საათი თვალი ადევნოს პოპულარულ შოუებს პაემნების შესახებ. დასაქმებულს თვეში 3033 ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან. კანდიდატმა არა მხოლოდ თვალი უნდა ადევნოს გადაცემას, არამედ მოინიშნოს მომენტები, სადაც მოთამაშეები რამეში შეცდნენ, ან არასწორად მოიქცნენ. 

ახალმა თანამშრომელმა უნდა შექმნას კონტენტი კომპანიის ბლოგისა და სოცქსელისთვის

შოუებს შორის, რომელსაც დასაქმებულმა უნდა უყუროს, არის Love Island, The Cabins, Too Hot to Handle. ტელეარხების გამოწერას კომპანია აანაზღაურებს. 

ვაკანსიაზე განცხადების გაგზავნა 18 წელს ზემოთ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ინგლისურის მართლწერა მთავარი მოთხოვნაა. 

დღის ამბები