20 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
ისტორიული ვიზიტი - ისრაელის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ისტორიული ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. ჰერცოგი ისრაელის პირველი პრეზიდენტია, რომელიც გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

მისი თქმით, ის ქვეყანას პრინც შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდის პერსონალური მიწვევით ესტუმრა.

ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საამიროებს პირველად ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი 2021 წლის დეკემბერში ეწვია.

დღის ამბები