19 აპრილი 2024,   05:53
ვრცლად
კიმ ჩენ ინის ფოტოები ვირუსულად ვრცელდება - დიქტატორმა რაციონიდან ღვინო, ყველი და ლობსტერი ამოიღო და 20 კგ დაიკლო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კვების რაციონიდან ძვირადღირებული შვეიცარიული ყველი, ლობსტერი და ალკოჰოლი ამოიღო, შედეგად კი, დაახლოებით, 20 კგ დაიკლო. დასავლური მედიის წყაროების ინფორმაციით, კიმი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ღვინოს სვამდა. წონაში მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ლიდერის თანამდებობაზე საკუთარი მამა შეცვალა. მისი სხეულის მასის ინდექსიდან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ინფარქტის რისკი დიდი იყო - მითუფრო, რომ სწორედ გულის შეტევა გახდა მისი მამისა და პაპის გარდაცვალების მიზეზიც. 

როგორც დიქტატორთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, კიმი შვეიცარიულ ყველსა და ლობსტერს, ღვინოსთან ერთად, ყოველ დღე მიირთმევდა. 

გასულ წელს კიმ ჩენ ინი საჯაროდ რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოჩენილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიქტატორი გარდაიცვალა, თუმცა როდესაც ის მედიაში გამოჩნდა, საზოგადოებისთვის ლიდერის გარეგნობა გამაოგნებელი აღმოჩნდა - კიმ ჩენ ინი წონაში მკვეთრად იყო დაკლებული.

კადრები, სადაც კიმ ჩენ ინის გარეგნული ცვლილება ნათლად ჩანს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება. ვარაუდობენ, რომ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად მან კუჭის შუნტირებაც გაიკეთა. 

დღის ამბები