18 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
უკრაინაში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს რუსული აგრესიის საფრთხის გამო ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს რუსული აგრესიის საფრთხის გამო ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო, ვითარება კვლავ არაპროგნოზირებადია.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უკრაინის დატოვება სახმელეთო გზით სურთ, რამდენიმე ვარიანტი აქვთ. შტატები მოქალაქეებს სთავაზობს პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და მოლდოვის მიმართულებებს და აღნიშნულ ქვეყნებში შესასვლელად საჭირო რეგულაციებს აცნობს. 

დღის ამბები