19 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
ოჯახი, რომელსაც 1 კვირის განმავლობაში ეძებდნენ, ხევში გადაჩეხილ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა ტენესის შტატში

აშშ-ში, ტენესელი ოჯახი, რომელთაც სამართალდამცავები თითქმის 1 კვირის განმავლობაში ეძებდნენ, ხევში გადავარდნილ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ Fox News წერს.

39 წლის ჯერემი კუკი, მისი 28 წლის საცოლე ჯოანა მენორი და ჯოანას 8 წლის გოგონა ადალისია მენორი ბოლოს 16 იანვარს ნახეს.

ხელისუფლების ცნობით, მათი ცხედრები უილიამსონის ოლქში, ბოსტონ თეტას გზის მიმდებარედ, ერთ-ერთ ხევში გადავარდნილ მანქანაში იპოვეს. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ავტომანქანა ყინულზე მოსრიალდა, მძღოლმა კი საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა.

ოჯახის გაუჩინარების შესახებ პოლიციას ადალისიას ბიოლოგიურმა მამამ შეატყობინა, როდესაც მან შვილთან დაკავშირება ვერ შეძლო. ოჯახს მობილურის ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ მიაგნეს. 

დღის ამბები