აშშ ყველაზე მასშტაბური ციკლონის შემოტევას ებრძვის - ხუთ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარიშხლისა და თოვლისა საფრთხის გამო გაუქმებულია ათასობით ავიარეისი, 100 000-მდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ზოგიერთ ადგილზე თოვლის სიმაღლე 60 სანტიმეტრს აჭარბებს.
ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე შემოჭრილი ციკლონი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია.