ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტის დროს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა იემენელი ჰუსიტების ნასროლი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ჰუსიტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ თავდასხმა, რამდენჯერმე მანამდეც განახორციელეს. საუდის არაბეთი, იემენში ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის.