06 თებერვალი 2023,   00:03
ვრცლად
ტურიზმი პანდემიის პირობებში - საქართველოს მიმდინარე წლის იანვარში 170 ათასამდე ტურისტი ეწვია

პანდემიისა და ახალი შტამების მიუხედავად, საქართველო ტურისტებისთვის კვლავ მიმზიდველ ადგილად რჩება. 2022 წელი ახლახანს დადგა, თუმცა, იანვარში უკვე საქართველოს 170 ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვრის ანგარიშს აქვეყნებს. გასული თვის მაჩვენებელი წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით 456%-ით მეტია. მეზობელ ქვეყნებთან ერთად, ტურისტული ნაკადის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც შეინიშნება.

საქართველოს კურორტებს ოკეანის გადაღმიდანაც სტუმრობენ, ტურისტული სივრცეები პოპულარიზაციისთვის კი მსოფლიოში ცნობილი მოგზაური ინფლუენსერებიც არიან ჩართულები.

დღის ამბები