25 აპრილი 2024,   05:14
ვრცლად
4 დღეა მაშველები 5 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობენ - მაროკოში ბავშვი 32 მეტრიან ჭაში ჩავარდა

მაროკოში ხუთი წლის ბიჭი 32 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა. მაშველები რამდენიმე დღეა მის ამოყვანას უშედეგოდ ცდილობენ. 

ისინი ბიჭთან მიღწევას წუხელაც მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. 5 წლის რაიანი უკვე ოთხი დღეა ვიწრო ჭაბურღილშია ჩავარდნილი. 

შემთხვევის ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც მაშველებს გულშემატკივრობენ და 5 წლის რაიანის გადარჩენას ელოდებიან. 

მეწყერის შიშმა სამაშველო ოპერაცია უფრო სახიფათო გახადა.

 

განახლება : 5 წლის მაროკოელი ბიჭი, რომელიც 5 დღის განმავლობაში ჭაში იყო ჩავარდნილი, გარდაიცვალა

ამავე თემაზე
დღის ამბები