25 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო ვალმა 30 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

შეერთებული შტატების ვალმა პანდემიის პერიოდში 30 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. -ეს მაჩვენებელი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მაღალია.

ვალით ქვეყანამ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობასა და ბიზნესს კომპენსაცია გაუწია. როგორც ეკონომისტები ამბობენ ვალის დაფარვა ქვეყანას უფრო მეტი დაუჯდება ვიდრე ქვეყნის წლიური ეკონომიკაა.

ეკონომისტები ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთის ზრდას პროგნოზირებენ. 2019 წელის შემდეგ შტატების სახელმწიფო ვალი 7 ტრილიონი დოლარის ოდენობით გაიზარდა. ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნულს სახელმწიფოს მხრიდან ხარჯების უგულებელყოფას უკავშირებენ.

დღის ამბები