25 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
თევზსაჭერმა გემმა ატლანტის ოკეანეში 100 000-ზე მეტი მკვდარი თევზი გადაყარა

ნიდერლანდურმა თევზსაჭერმა გემმა, საფრანგეთის ნაპირთან, ატლანტის ოკეანეში 100 ათასზე მეტი მკვდარი თევზი გადაყარა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ბადის დაზიანების შედეგად მოხდა.

საფრანგეთის მთავრობაში ფაქტს შოკისმომგვრელი უწოდეს და შესაბამის უწყებებს საქმის გამოძიება დაავალეს.

"მარგირისი" მსოფლიოში სიდიდით მეორე თევზსაჭერი გემია. "გრინპისი" მათ თევზის მარაგის და სხვა ზღვის ბინადრების განადგურებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები