19 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
ადელმა Brit Awards-ის სამ ნომინაციაში გაიმარჯვა

დიდ ბრიტანეთში მუსიკალური დაჯილდოების Brit Awards-ის ცერემონია გაიმართა, სადაც ადელმა სამ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორისაა საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო შემსრულებელი და წლის ალბომი.

სიმღერების საუკეთესო ავტორად ედ შირანი დასახელდა. საუკეთესო პოპ მომღერალი დუა ლიპა გახდა, ხოლო ბილი აილიშმა კი საუკეთესო საერთაშორისო არტისტის ნომინაციაში გაიმარჯვა.

Brit Awards-ი "გრემისთან" ერთად მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოვებად ითვლება.

დღის ამბები